ტრენერები

ვახტანგ ხომიზურაშვილი

11

საინვესტიციო საქმიანობის ექსპერტ-ანალიტიკოსი; ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის სპეციალისტი; ლონდონის ცენტრალურ ბანკთან არსებული “ქვეყნების ცენტრალური ბანკების სასწავლო ცენტრის” საპატიო დოქტორი და საქ. ბანკების ასოციაციის მთავარი კონსულტანტი.

ტრენინგ-კურსები

დაწვრილებითი ინფორმაცია

გიორგი გელაშვილი

Untitled

პრაქტიკოსი ფინანსისტი. აქვს შემდეგი მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება:  ფანანსური ანალიზი (CVP მეთოდი), საინვესტიციო ანალიზი (DCF მეთოდი),  P&L, Balance, Cash Flow,  დილინგი – ფინანსური ინსტრუმენტების ფუნადამენტალური და ტექნიკური ანალიზი (Stock, FX, Futures, Hedging), ბიუჯეტირება, ბიზნეს-გეგმის შედგენა, პროგნოზირება, რისკ–მენეჯმენტი, და სხვა. სხვადასხვა პერიოდში ატარებდა ტრენინგებს. არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის ავტორი წიგნისა “სახელმძღვანელო ფინანსურ ბირჟებზე სამუშაოდ“.

ტრენინგ-კურსი

დაწვრილებითი ინფორმაცია

ლიკა ოხანაშვილი

lika okhanashvili

„მომავალ ბანკირთა კლუბის“ და  ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბ ”ლემადეს” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. არის სხვადასხვა პროექტების ორგანიზატორი და მონაწილე, მათ შორის: საბანკო რეკლამების კვლევა, საბანკო პროდუქტების კვლევა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ბანკების მომსახურების ხარისხის კვლევა, სტუდენტური სესხის, იპოთეკური სესხისა და ვადიანი ანაბრის კვლევა ქართულ და უცხოურ საბანკო სექტორში. აქვს ბანკში მუშაობის გამოცდილება.

2013 წლიდან ატარებს ტრენინგებს  საბანკო საქმეში. (სტუდენტებისთვის, უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის, მაგისტრანტებისთვის)  გარდა ამისა, საბანკო  საქმის ტრენერია ორგანიზაცია ”SPAR”-ში, ხოლო მარკეტინგისა და საბანკო საქმის ტრენერი Innovative Training Center-ში.

ტრენინგ-კურსი

ანა გაბესკირია

???????????????????????????????

ორგანიზაცის ფსიქოლოგიის მაგისტრი, საქართველოს აგარარული უნივერსიტეტის ლექტორი, შპს „თეგეტა მოტორსის ტრენინგების კოორდინატორი, შრომისა და  ბიზნეს კონსულტაციის ორგანიზაცია „სინერჯი ჯგუფის“ ანალიტიკოსი, შემოსავლების სამსახურის ტრენინგის დამკვირვებელი.

ტრენინგ-ცენტრ ბიზნესის სახლში კუთხულობს კურსს:

ირაკლი სარიშვილი

მხოლოდ ჩვენთან!

შეისწავლეთ პროგრამა “მაღაზიის მენეჯერი” (ე.წ. სარიშვილის პროგრამა) თავად პროგრამის ავტორისაგან!!! “მაღაზიის მენეჯერი” – ეს არის პროგრამა სავაჭრო და მცირე სადისტრიბუციო-სასაწყობო საქმიანობის მწარმოებელი ორგანიზაციებისათვის, პროდუქციის ბრუნვის აღსარიცხავად. რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, პროგრამას დაემატა RS.GE -თან ურთიერთობის მოდული (ელექტრონული ზედდებულების ატვირთვა+ჩამოტვირთვა), რამაც პროგრამის ეფექტურობა კიდევ უფრო გაზარდა. ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ ეს პროგრამა შეისწავლოთ თავად ავტორისაგან, თუმცა პროგრამასთან ერთად კურსი ასევე მოიცავს მაღაზიის მენეჯერ-ოპერატორის მომზადებისათვის აუცილებელი საკითხების შესწავლას.

გაეცანით კურსის შინაარსს:

მაღაზიის მენეჯერ-ოპერატორის მომზადება: პროგრამა “მაღაზიის მენეჯერის” სწავლება

ნინო ჩიტიშვილი

eeee

ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი. აქვს თარჯიმნად მუშაობის გამოცდილება. 2011 წლიდან არის ინგლისური ენის სერთიფიცირებული პედაგოგი. 2012 წელს ასწავლიდა ინგლისურ ენას მომავალ გიდებს ტურისტულ კომპანიასა და ტურისტულ სკოლაში “MANDS TRAVEL” “ქარვასლაში”. 2012 წლის ოქტომბერში გაიარა  გიდად გადამზადების კურსი ტურისტულ კომპანია „Jen Tour“-ში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ირანულ კომპანია „Amir Trading Company“-ში თარჯიმნად და ამავე კომპანიის მფლობელობაში მყოფი სასტუმრო “Golden Hotel“-ის ადმინისტრატორად. ასევე თანამშრომლობდა ტურისტულ კომპანია „Green Giant“-ტან დუბაიში და გარკვეული პერიოდი იყო ამავე კომპანიის ტურების გაყიდვების აგენტი დუბაის სასტუმრო “centro”-ში.

ასევე მუშაობდა  შ.პ.ს. „Emirates World Investments”-ში მენეჯერად, ტურ-მენეჯერად და თარჯიმნად.საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევდა საქმიანი კომუნიკაცია ტურისტულ სააგენტოებთან, სასტუმროებთან, საქართველოსად ა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში.

ტრენინგ ცენტრ ბიზნესის სახლში კითხულობს კურსს

ნინო ქიტიაშვილი

ნინო ქიტიაშვილი

ეკონომიკის მაგისტრი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასა და სადაზღვევო კომპანია ალდაგში ტრენერის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იყო ასევე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ადამიანური რესურსების მენეჯერი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კვლევის კოორდინატორი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინტერვიუერი პროექტებში: ‘’ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება საქართველოში’’, ‘’IDP  დასაქმებულთა მხარდაჭერა’’, ‘’კომპანიების კვლევა –  CIPE’’. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ჟურნალში –  ‘’Georgian Business Today”

ტრენინგ-ცენტრ ბიზნესის სახლში კუთხულობს კურსს:

Advertisements
  1. tuki vici inglisuri sheidleba davsakde?

    • გამარჯობათ. ინგლისური ენის სპეციალისტის ვაკანსია ამ ეტაპზე აღარ გვაქვს, თუმცა შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ CV ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე info@bhose.ge ჩვენ ყველა CV-ს ვინახავთ და აუცილებლად დაგიკავშირდებით შესაბამისი ვაკანსიის არსებობისას. ამ ეტაპზე გვჭირდება რუსული ენის პედაგოგი რომელიც შეადგენს HOTEL ENGLISH-ის მსგავს პროგრამას. მსურველებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ CV. აუცილებელია სასტუმროში მუშაობის გამოცდილება სასურველია ადმინისტრატორად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: